ქორწინება
Monday, July 30, 2018
Monday, July 9, 2018
სამართალი - ინფორმაციის თავისუფლება
ინფორმაციის
თავისუფლება
საზოგადოება რომელმაც თავისი ფუნქცია
უნდა განახორციელოს სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული . ხოლო საზოდადოება , რომელიც
არ არის ინფორმირებული შესაბამისად არ არის
ჭეშმარიტად თავისუფალი აზრის თავისუფლად გამოხატვისა და სახელმწიფო აპარატში
დაცული ინფორმაციის ხეკლმისაწვდომობის გარეშე , დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა
წარმოუდგენელია , ამ საკითხის უტყუარობაზე დიდიხანია არარ დაობენ .
ინფორმაცია დემოკრატიის ჟანგბადია თუ
ხალხმა არ იცის , რა ხდება საზოგადოებაში , თუ მმართველთა ქმედებები დაფარულია მათთვის
, მაშინ მათ არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებში
.
ინფორმაციის თავისუფლება ის იარაღია
, რომელიც ერთი მხრივ , უზრუნველყოფს მოსახლეობის ჩართულობას ქვეყნის მართვაში , ხოლო
მეორეს მხრივ საზოგადოების მიერ ხელისუფლების მუდმივი კონტროლი სწორედ ის იარაღია
, რომელსაც შესწევს ძალა , უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებების გამჭირვალობა და საზოგადოების
წინაშე ანგარიშ ვალდებულების ამაღლება , რაც კონტროლის აღმოფხვრისა და მოსახლების ნდობის
მოპოვების საუკეთესო საშუალებაა, მხოლოდ სრული გამჭირვალობის პირობებშია შესაძლებელი
სახელმწიფოსთვის ნდობის გამოცხადება .
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
და საქართველოს უზენაესი კანონი კონსტიტუცია უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფლების
დაცვას . კონსტიტუციის 24 მუხლში ვკითხულობთ , რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად
მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია , გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად ,
წერილობით ან სხვა საშუალებებით . ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
37 მუხლის თანახმად ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმცია .
ინფორმაციის თავისუფლების არსი იმაში
მდგომარეობას , რომ საჯარო დაწესებულაბათა საქმიანობის საქვეყნო ხასიათი დადგენილია
საქართველოს კონსტიტუციით . სზაკ-ის მესამე თავი ადგენს ინფირმაციის საქვეყნოობის პრინციპს
და დეტალურად აწესრიგებს საჯარაო დაწესებულებათა საქმიანობის ღიაობის საჯარო ინფორმაციის
მოთხოვნის , მიღების წესებს .
ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის
გამჭვირვალობა პირდაპირპროპორციულია მმართველობის კანონიერებისა , ვინაიდან კანონის
ფარგლებში და მის შესაბამისად განხორციელებული
მმართველობის დახურვის , საზოგადოებისთვის დამალვის ინტერესეი არ არსებობს .
ზოგადად, საჯარო დაწესებულება რომელიც
აბრკოლებს საჯარო ინფორმაციის გაცემას , არ საქმიანობს კანონიერად.
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილების
მატარებელია „ყველა“ სზაკ-ის 37 მუხლში გამოყენებული ტერმინები გულისხმობს ,როგორც
ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს.
ინფორმაციის მოსაპოვებლად წერილობითი
განცხადების წარდგენის უფლება აქვს ფიზიკური პირის წარმომადგენელსაც . იურიდიული პირის
შემთხვევაში განცხადების წარდგენა ხდება წარმომადგენლის მეშვეობით .აღნიშნულიდან გამომდინარე
შეგვიძლია ვიმსჯელოთ , რომ :
1) საჯარო ინფორმაციის გამოხატვა შეუძლი ნებისმიერს
ანუ ეს უფლება საყოველთაოა . პირი არ ამტკიცებს თუ რა კანონიერი ინტერესი გააჩნია მოთხოვნილი
ინფორმაციისადმი.
2)საჯარო ინფორმაციის არგაცემის შემთხვევაში პირს
უფლება აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს არამხოლოდ საჯარო ინფორმაციის მიღება , არამედ
მორალირი და მატერიალური ზიანის ანაზღაურება . ამგვარი დავის არსებობის შემთხვევაში
მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე საჯარო
დაწესებულებას.
2006 წლის 24 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა აჭარისა/რმთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება... -ის დეპარტამენტს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის - კონტროლის პალატის
შემოწმების აქტის გადაცემა, რომელზეც მიიღო უარი, იმ საფუძვლით, რომ ორგანიზაციაში არ არსებობდა მოთხოვნილი ინფორმაცია და მის მისაღებად უნდა მიემართა აჭარის ა/რ კონტროლის პალატისთვის. უარის მიღებასთან დაკავშირებით, „ო"-ს თავმჯდომარემ ი. ა.-მ, სარჩელი აღძრა აჭარისა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება... -ის დეპარტამენტის წინააღმდე და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა და არაქონებრივი ზიანსი 10 000 ლარის დაკისრება უარის გამო, ხოლო სასამართლოს ხდომაზე შეამცირა დავის საგანი და არაქონებრივი ზიანის სახით მოითხოვა 400 ლარი. საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი ნაწილობრივ და აჭარისა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება... -ის დეპარტამენტს დაევალა მოსარჩელისთვის საჯარო ინფორმაციის საქართველოსკონტროლისპალატის 2005 წლის 29 დეკემბრის კომპლექსური რევიზიის აქტის გაცნობა. საქალაქო სასამართლო სგადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარისა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება
ინფორმაციის თავისუფლება თავისთავად გულისხმობს იმას , რომ პირს შეუძლია გამოითხოვოს
საჯარო ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოდან „ პრობლემას წარმოშობს ის შემთვევა ,
როდესაც დაინტერესებული პირი ითხოვს ინფორმაციას
, რომელსაც შეიჩავს არა ერთი რომელიმე კონკრეტული
დოკუმენტი არამედ ის გაბნეულია დიდი რაოდენობის და მოცულობის სხვადასხვა დოკუმენტში“
ის
ფაქტი რომ ინფორმაცია გაბნეული სხვადასხვა დოკუმენტში არ შეიძლება გახდეს ინფორმაციის
გადაცემაზე უარის თქმის მიზეზი. საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაინტერესებულ პირს
გადასცეს ყველა ის დოკუმენტი , რომელსიც გაბნეულია მისთვის საინტერესო ინფორმაცია
.
ინფორმაცია ორი სახისაა ღია და დახურული
. ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია არის ღია , გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა
.
გარკვეული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აკრძალვა
ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს იმისთვის რომ ესა თუ ის ინფორმაცია დახურულად ჩაითვალოს
ის უნდა აკმაყოფილებდეს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოს . სზაკ -ზე დაყრდნობით შეძლება გამოვყოთ ხუთი ტიპის დახურული საჯარო ინფორმაცია : 1) სახელმწიფო საიდუმლოება , 2) პირადი საიდუმლოება
, 3) კომერციული საიდუმლოება , 4) პროფესიული
საიდუმლოება , 5) აღმასრულებელი პრივილეგიით დაცული მონაცემები .
ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნევა
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის საფუძველზე
. „სახელმწიფოსაიდუმლოება“ – თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეოურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფოუსაფრთხოებისდამართლწესრიგისდაცვისსფეროებშიარსებულიინფორმაცია, რომელთაგამჟღავნებასანდაკარგვასშეუძლიაზიანიმიაყენოსსაქართველოსანსაერთაშორისოხელშეკრულებებისადაშეთანხმებებისმონაწილემხარისსუვერენიტეტს, კონსტიტუციურწყობილებას, პოლიტიკურდაეკონომიკურინტერესებს, რაცამკანონითან/დასაერთაშორისოხელშეკრულებითანშეთანხმებითდადგენილიწესითწინასწარდასაიდუმლოებულია/აღიარებულიასახელმწიფოსაიდუმლოებადდაექვემდებარებასახელმწიფოდაცვას.“[1]
ცხადია ,
ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სახელმწიფო საიდუმლოება თავის სასარგებლოდ არ უნდა
გამოიიყენონ , მასში საერთოდ არ უნდა იყოს
კორუფციის ნიშნები . თუმცა საია 2010-2015
წლების მონაცემებით ამბობდა , რომ „ საქართველოში არსებული შვიდი ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ (მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, ეროვნული
უშიშროების საბჭო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო), საერთო
ჯამში, 747,407,518 ლარის ღირებულების
2752 საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა; 2010-2015 წლებში გაფორმებული
საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ის ნაწილი, რომელიც ამავე პერიოდში
განსაიდუმლოვდა, მოწმობს, რომ წლების განმავლობაში, რეგულაციების არარსებობის პირობებში,
საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის სტატუსი პრაქტიკულად ყველა სახის შესყიდვაზე ვრცელდებოდა.
ხოლო, განსაიდუმლოებული ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულ კითხვებს ტოვებს
კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვების, საიდუმლოდ შესყიდვის მიზანშეწონილობის და შემსრულებელი
კომპანიების შერჩევის კუთხით;
საიას კვლევიდან შეგვიძლია დავასკვდათ ,
რომ ამ წლებში კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოები სახელმწიფო საიდუმლოებით ფარავდნენ
თავიაანთ კორუფციულ გარიგებებს და სახელმწიფო საიდუმლოებას იყენებდნენ ფარად , რათა
ეს ყველაფერი არ გამჟღავნებულიყო.
სზაკ-ის მიხედვით საჯარო დაწესებულებ ავალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს საჯარო ინფორმაცია. ამავე დროს, თუ ინფორმაცია მოითხოვს დამუშავებას, საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის 10 დღიანივადა. სზაკ-ისმე-40
მუხლის პირველი ნაწილის აჯარო დაწესებულებებ სსაჯარო ინფორმაციის გაცემა დაუყოვნებლივ ავალდებულებს .დაუყოვნებლივ,თავისმხრივ, განუსაზღვრელ თარიღს ნიშნავს და ამ შემთხვევაში,
კონკრეტულივადები უნდა დადგინდეს გონივრული ფაქტორების გათვალისწინებით. კერძოდ, საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაცემულად ჩაითვლება, თუ მაგალითად, ინფორმაციის მომთხოვნს იგი მოთხოვნიდან 3 (სამი) დღეში მიეწოდა. სზაკ-ისმე-40
მუხლი აკეთებს დათქმას და განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საჯარო ინფორმაციის მიწოდებისთვის საჯარო დაწესებულებას ნაცვლად პასუ ხის დაუყოვნებლივ გაცემისა, შეუძლია მოითხოვოს 10 დღე.
IDFI-იმ პროექტის ფარგლებში „ინფორმაციის თავისუფლება „(ერთიწლისგანმავლობაში) მიმართა 224 საჯაროდაწესებულებას 5625 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, რომელთაგან პასუხი მიღებულ იქნა 5049 განცხადებაზე.
ინსტიტუტის
განცხადებით „ღნიშნულიკრიტერიუმით, ინსტიტუტსინფორმაციამიაწოდასაჯაროდაწესებულებათაუმეტესობამ.პროექტისფარგლებში, უპასუხოდდატოვებულიმოთხოვნებისჩათვლით, 1632 შემთხვევაშიდაირღვაკანონმდებლობითდადგენილი 10 დღიანივადა
ამასთან, ინსტიტუტისმიერმიღებული 5 049 პასუხიდანუმრავლესობა (3993 პასუხი) მიღებულიიქნა10 დღიანივადისდაცვით.მხოლოდ 797 შემთხვევაშიეცნობაინსტიტუტს, რომდაწესებულებასესაჭიროება 10 დღიანივადაინფორმაციისმოსაწოდებლად.
სზაკ-ის 37-ე მუხლი აწესებს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის არჩევის უფლებას.
ინფორმაცია შეიძლება ადრესატმა მიიღოს ბეწვდითი ფორმით ან ელექტრონულად , თუმცა ტავად
ადმინისტრაციული ორგანოები ბეჭვდით ფორმას არცევებ ან ორივეს ერთად : „ინსტიტუტისმიერმიღებული 5 049 პასუხიდანუმრავლესობა (4 204 პასუხი) მიღებულიიქნაბეჭდურიფორმით, 730 პასუხიელექტრონულიფორმით, ხოლო 115 შემთხვევაში ერთიდაიგივე ინფორმაცი ამოწოდებულ იქნა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.
ამგვარად , ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში
დაცულია , მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია , ის რომ საქართველოში
ინფორმაციის თავისუფლება დაცულია ადასტურებს
არა ერთი საერთასორისო კვლევა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია „ article 19 გლობალური კომპანია თავისუფალი გამოხატვისთვის „ თავის ანგარიშში სომხეთში
აზერბაიჯანსა და საქართველოში ინფორმაციის მდგომარეობის შესახებ , დამკვიდრებულ მოწინავე
ქვეყნად საქართველოს იხსენიებს სამხრეთ კავკასიაში „ საქართველო იყო სამხრეთ კავკასიაში
მოწინავე სტანდარტების დამამკვიდრებელი ქვეყანა
, რომელმაც 1999 წელს პირველმა მიიღო საკმაოდ განვითარებული ინფორმაციის თავისუფლების
აქტი .“
სამართალი - ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი
ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი
ყოველდღიურ
ცხოვრებაში ადამიანები ერთმანეთთან უამრავ ურთიერთობას ამყარებენ ისე რომ არც კი აცნობიერებენ
ამ ურთიერთობის სამართლებრივ ხასიათსა და ბუნებას . არც იმ მოსალოდნე სამართლებრივ
შედეგებზე ფიქრობენ , რომლებიც შეიძლება წარმოიშვას
ამა თუ იმ ვალდებულების დარღვევით. ეს ბუნებრივია , რადგან ადამენები ერთმანეთთან ურთიერთობენ
არა სამართლებრივი ნორმების , კანონების შიშით , არამედ იმის გამო რომ ეს მათი ბუნებრივი
მოთხოვნილებაა , საციცოცხლოდ აუცილებელია.
ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ
ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს , რომელთა დარღვევისთვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეიბით შეიძლება დაეკისროს
შესრულება ან ზიანის ანაძთაურება.
ცხადია ზემოთ აღნიშნული არ უნდა მივიჩნიოთ
აბსოლიტურ აზრად , ეადგან ვალდებულების შესრულების პროცესში მხარეები შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთ გარემოებათა
წინაშე , რომელთაც არ შეიძლება გავლენა არ მოახდინონ ვალდებულების სავალდებულო ხასიათზე
, შესაძლებელია მხარეთა შოორის წინასწარ განსაზღვრული გარემოებანი ცვალებადი აღმოჩნდეს
.
სამოქალაქო
კოდექსის
398-ე მუხლის გამოყენება დასაშვებია ამავე მუხლით გათვალისწინებული შემდე-გი აუცილებელი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში: 1.შეცვლილმა გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს ვალდებულების შესრულების უკიდურესი დამძიმება; 2. გარემოება აშკარად უნდა შეიცვალოს ხელშეკრუ-ლების დადების შემდეგ; 3. გარემოებების შეცვლის გონივრულად გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროს შესაძლებელი არ უნდა იყოს, ანუ შეცვლილი გარემოებები არ უნდა შედიოდეს დაზარალებული მხარის კონტროლის სფეროში; 4. ხელშეკრულებით არ უნდა იყოს გათვალისწინებული გარემოებების შეცვლის რისკის დაზარალებული მხარისათვის დაკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობა მოქმედებს და 398-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია; 5. ხელშეკრულების
შესრულების
გართულება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ აშკარად შეცვლილ გარემოებათა გამო, ანუ არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
შეცვლილი გარემოებების დროს შესაძლებებლია
შესრულების ღირებულების გაზრდა , რაც შესაზლებელია
გამოწვეული იყოს ვალდებულების ერთ-ერთი მხარისთვის შესრულების ხარჯების არსებითი გაზრდით.
აღსანიშნავია ისიც , რომ ხელშეკრულების
გარემოებების შეცვლას ადგილი აქვს ხელშეკრულების
დადების შემდეგ . სხვანაირად რომ ვთქვათ ის გარემოებანი რომლებიც ხელშკრულების
დადების საფუძველი გახდა მისი დადების შემდეგ აშკარად იცვლებიან. გარემოებების შეცვლა წინასწარ უცნობია და მხარეებს
არც შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ , თორემ ისინი არ დადებდნენ ხელშეკრულებას , ან დადებდნენ
სხვა შინაარსით. თუ მხარისტვის მოსალოდნელი
იყო ცვლილება , ან და შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა
მაშინ , ის შეუძლებელია ჩაითვალოს შეცვლილ გარემოებად რომელიც უფლებას მიცემდა მას უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე.
ცხადია , ამ საკითხზე საუბრისას შეუძლებელია მაგალითის
სახით არ მოვიყვანოთ უზენაესი სასამართლოს
ერთ- ერთი გადაწყვეტილება. 2008 წლის 25 ნოემბერს თბილილის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა
გადაწყვეტილება საქმეზე № ას-466-707-08
2003 წლის 18 ნოემბერს ნ. ჯანიაშვილმა
მოპასუხე გ. ჯანდიერთან დადო ბინის განვადებით ნასყიდობი ხელშეკრულება, რომლის თანახმად,
გ. ჯ-ს ნ. ჯ-შვილისათვის ნასყიდობის ფასი — 9150 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 18 თვის
განმავლობაში ანუ 2005 წლის 18 მაისამდე; 2005 წლის 13 მაისს მოსარჩელემ წერილობით
მიმართა გ. ჯ-ს და მოითხოვა ბინის გაზრდილი საფასუ-რის გადახდა იმის გათვალისწინებით,
რაც ბინის ღირებულებამ განიცადა ხელშეკრულების დადების შემ- დეგ, რაზედაც მან უარი მიიღო; წელიწადნახევრის
განმავლობაში ბინის საბაზრო ღირებულება დაახლო-
ებით
4-ჯერ გაიზარდა. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ზემოაღნიშნული ფაქტობრივი
გარემოებები. სადავოა, რამდენად არსებობს მოცემულ შემთხვევაში შეცვლილი გარემოებებისადმი
ხელშეკრულების მი-სადაგების საფუძველი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს
მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვე-ვაში ბინებზე ფასების ზრდა არ წარმოადგენს იმ შეცვლილ
გარემოებას, რაც სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად მხარეს უფლებას აძლევს,
მოითხოვოს შეცვლილ გარემოებისადმი ხელშეკრულების მისადაგება. საკასაციო სასამართლო
განმარტავს, რომ ასეთ გარემოებათა შეცვლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სრულიად გამონაკლის
შემთხვევებში, რისი გონივრული გათვალისწინებაც მხარეთა მიერ სრუ-ლიად შეუძლებელია,
რაც ისეთი მოულოდნელი და განსაკუთრებულია, რომ მისი მხედველობაში მიუღებ ლობა წინააღმდეგობაში
მოვიდოდა კეთილსინდისიერების პრინციპთან. საქართველოში ბინების ფასების
ზრდის ტენდენციის
პირობებში კასატორს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ევარაუდა მომავალი წელიწად-ნახევრის
მანძილზე ბინის ფასის კვლავ ზრდის მოსალოდნელობის შესახებ და ამის გათვალისწინებით
განესაზღვრა ბინის საფასურის გადახდის გრაფიკი.
შეცვლილი გარემოებების დროს მხარეები ვალდებულნი
არიან ეცადნონ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს დაზარალებული მხარე მიმართაავს
მეორე მხარეს თავდაპირველი იმ მიზნით , რომ
გადაისინჯოს ხელშეკრულების თავდაპირველი პირობები და მისი შეგუება მოხდეს შეცვლილ გარემოებებთან
.
ინდივიდუალურმა მეწარმე ა.
ხ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ტ-ის» ფოთის ფილიალის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს _ 2097,23 აშშ დოლარის გადახდისაგან გათავისუფლების, გენერალური საკრედიტო ხელშეკრუ-ლების მოქმედების ვადაში დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციისა და გათვა-ლისწინებული აუთვისებელი კრედიტის თანხით სამეწარმეო საქმიანობის რეფინანსირების შესახებ შემდე-გი საფუძვლებით: 2008 წლის 14 მარტს ა.ხ-იასა და სს „ტ-ს» შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 10 წლის ვადით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა
130000
აშშ დოლარით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა 2008 წლის 19 მარტის დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს 3 წლის ვადით გადაეცა 80000 აშშ დოლარი შერეული მიზნებისათვის, ასევე 2008 წლის 29 მაისის დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 3 წლის ვადით გადაეცა 20000 აშშ დოლარი. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა შეცვალა მანამდე არსებული საბაზრო პირობები და მკვეთრად შეამცი-რა მოსარჩელის შემოსავალი, რაც ფორსმაჟორულ გარემოებას წარმოადგენს. მოპასუხემ
სარჩელი
არ ცნო შემდეგი მოტივებით: ინდივიდუალურმა მეწარმე ა.ხ-იამ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გარიგებით გათვალისწინებულ ვადებში სესხი არ დაფარა. დავალიანების პატიებავ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის და არც ფორსმაჟორული მდგომარეობა სახელმწიფოს არ გამოუცხადებია.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ხ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ა.
ხ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ეს გადაწყვეტილება ა.ხ
-მ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში . ქუთაისის
სააპელაციო
სასამართლოს
სამოქალაქო
საქმეთა
პალატის
2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ხ-იამ
გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო
სასამართლო
საკასაციო
საჩივრის
საფუძვლების
შესწავლისა
და გასაჩივრებული განჩინების
იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მეწარმე ა.
ხ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ
მოსარჩელის მიერ დაუძლეველ
ძალად
მიჩნეული 2008 წლის
აგვისტოს საომარი მოქმედებები არ
შეიძლება ჩაითვალოს 2009 წლის
თებერ-ვალში ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო
მიზეზად, ვინაიდან ამ
დრომდე იგი ვალდებულების შესრულებას კვლავ აგრძელებდა, ხოლო საქმის
მასალებით არ დასტურდება 2009 წლის
თებერვლისათვის
სხვა ისეთი
ახალი გარემოება, რაც
მოვალისაგან
დამოუკიდებელი მიზეზების
გამო, პირდაპირ იქნებოდა დაკავშირებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობასთან. ამასთან,
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე სახელმწიფოს რაიმე დოკუმენტი
არ მიუღია.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო
სასამართლოს ეს დასაბუთება და განმარტა რომ „ომის
უარყოფითი
ეკონომიკური შედეგები,
როგორც წესი, არ
სრულდება საომარი მოქმედებების დასრულებასთან ერთად
და მას ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი განვითარება აქვს.
ამდენად, საფუძველს მოკლებულია გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული დასკვნა,
რომ 2008 წლის
აგვისტოს ომი არ
შეიძლება იყოს საფუძველი
6 თვის შემდეგ ვალდებულების შესრულების გაგრძელების შეუძლებლობისა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებას საჭიროებს
ა.ხ-იას
მიერ ვალდებულების დარღვევამდე _2009 წლის
თებერვლამდე ბანკის მიმართ განხორციელებული შეტყობინებები მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით, ასევე,
მოსარჩელე
მხარის _ ა.ხ-იას
განმარტება ბანკის წინაშე
განხორციელებული
ზეპირი შეტყობინებების შესახებ, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ
არ გაუხდია.
Subscribe to:
Comments (Atom)
