ქორწინება - სამართალი დამწყებთათვის

ქორწინება
ქორწინების ცნებაში ორი მნიშვნელობა დევს : პირველის მნიშვნელობით ქორწინება იურიდიული ფაქტია , რასაც შედეგად მოჰყვება ქალსა და მამაკაცს შორის მეუღლეობრივი ურთიერთობის ჩამოყალიბება . მეორე მნიშვნელობით ქორწინება განსაზღვრავს ცოლისა და ქმრის განსაკუთრებულ სტატუსს .ქორწინება არის ისეთი სამოქალაქო - სამართლებრივი გარიგება , რომელის დროსაც მეუღლეებს შორის წარმოიშობა პირადი და ქონებრივი ხასიატის უფლება -მოვალეობები.ქორწინების პოზიტიური პირობებია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა . საქორწინო ასაკად საქართველოში დადგენილია 18 წელი , როგორც ქალებისთვის ისე მამაკაცებისთვის , თუმცა ამ ასაკის შემცირება შეიძლება 2 წლით თუ დასაქორწინებელ პირთა მშობლები ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი ამაზე განაცხადებს წერილობით თანხმობას.ქორწინების ბათილობა განპირობებულია იმ პირის ინტერესებზე , რომლიც საქორწინო ასაკის მიღწევამდე დაქორწინდა , დაქორწინების გაბათილების აუცილებლობა მოიხსნება თუ საქმის განხილვის მომენტისთვის არასეულწლოვანმა მეუღლემ საქორწინო ასაკს მიაღწია ან ორსულადაა.ნიშნობა- კანონი ხაზს უსვამს იმ გარემოებას , რომ ნიშნობის დროს მთავარიო არარის მშობლებისა და სხვა ნათესავების თანხმობა , არამედ დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა . ნიშნობა არ წარმოშობს შემდეგში დაქორწინების ვალდებულებას . არ შეიძლება სასამართლოს მიმართონ ნიშნობის საფუძველზე და მოითხოვონ იძულებით ქორწინება . ნიშნობა არავითარ ქონებრივ ვალდებულებას არ წარმოშობს იმ პირთა სორის , რომელთაც წინასწარი თანხმობა განაცხადეს ქორწინებაზე. ქორწილთან დაკავშირებული ერთმანეთისათვის მირთმეული საჩუქრები ( ბეჭედი , ძვირფასეულობა ) დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ.გ. კ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. და ე. კ-ოვების მიმართ ნიშნობასთან დაკავშირებული
საჩუქრის -საოჯახო ავეჯის დაბრუნების ან მისი ღირებულების -14400 ლარის ანაზღაურების
შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 21 ივლისს გ. კ-ოვა დაინიშნა ე. კ-ოვზე. ნიშნობის
საჩუქრად მოსარჩელის ბებიამ -ზ. კ-ოვამ 14 400 ლარად ქ. თბილისში, ავეჯის მაღაზიაში,
შეიძინა საოჯახო ავეჯის კომპლექტი, რომელიც განათავსეს ქ. მარნეულში, სოფელ ... ქუჩის
მესამე ჩიხის #3 მოპასუხეთა კუთვნილ სახლში. დანიშნულები არ დაქორწინებულან და მოსარჩელე
ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხეებმა ნიშნობის
ზემოხსენებული საჩუქარი არ დაუბრუნეს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ბებიის სარჩელი მათ მიმართ იმავე საგანზე.
ამასთან, ფაქტობრივად, მოსარჩელის ოჯახს არანაირი ნიშნობის საჩუქარი მათთვის არ გადაუციათ.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით გ. კ-ოვას
სარჩელი დაკმაყოფილდა: შ. და ე. კ-ოვებს გ. კ-ოვას სასარგებლოდ დაეკისრათ ნიშნობასთან
დაკავშირებული საჩუქრის -საოჯახო ავეჯის ან მისი ღირებულების შესაბამისი თანხის -14400
ლარის უკან დაბრუნება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის
დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. და ე. კ-ოვების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული
გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით გ.კ-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა,
რაც გაასაჩივრა გ. კ-ოვამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 იანვრის
განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელადქორწინება არ დაიშვება : ა) იმ პირთა შორის რომელთაგა თუნდაც ერთია დაქორწინებულია სხვა პირზე ; ბ)პირდაპირ აღმავალი და დარმავალი შტოს ნატესავებთან ; გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და ძმასთან ; მშვილებელსა და ნასვილებს შორის .
No comments:
Post a Comment