Friday, July 6, 2018

ევთანაზია- მკვლელობა თუ ღირსეული სიკვდილის შანსი

რა არის ევთანაზია და რატომ ისჯება ის კანონით ? ვინ არის "მსხვერპლი" და ვინ დამნაშავე ? 
 ევთანაზია არის მსვერპლის თხოვნით სიკვდილი , ამ დროს მსხვერპლს სურს სიკვდილი , თუმცა თავად თავის მოკვლა არ შეუძლიათ , ამიტომ ისნი დახმარებისთვის სხვას მიმართავენ და  სთხოვს დაეხმარებას სიკვდილში.
ადამიანები სიკვდილში დახმარებას ითხოვენ მაშინ როდესაც ძლიერი ტკივილები აწუძეუხებთ , ისინი განუკურნებელი სენით არიან ავად და მათი გადარჩენა შეუძლებელია.
ვინ არის ევთანაზიის დროს ე.წ დამნაშავე  ეს ის პირია , რომელსაც დახმარებას  სთხოვს ავადმყოფი  , ის არის ე.წ მკვლელი , რომელსაც ამის გაკეთება არ სურდა , მაგრამ მსხვერპლის დაჟინებულმა თხოვნამ და ავადმყოფის მდგომარეობის ყურებამ მკვლელობა ჩაადენინა.
ადამიანის უპრველესი უფლებაა "სიცოცხლის ფლება " ხოლო შემდეგ მოდის ღირსება .თუმცა რთული გადასაწყვეტია ევთანაზიის დროს , რომელი უნდა მივიჩნიოთ უპირველესად , ამ შემთხვევაში ღირსების უფლება სიცოცხლის უფლებას უკან იტოვებს. ამიტომაა რომ კანონით ევთანაზია დასჯადია არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლეზე წინ სხვა უფლების დაყენება. თუმცა დამეთანხმებით , რომ ძალიან რთულია ღირსება შელახული ადამიანის ყურება , რომელსაც ცოტა დროღა დარჩენია სიკვდილამდე და იტანჯება , იმის გარდა რომ ყველაფერი სტკივა ღირსებაც ელახება , რათქაუნდა ღირსება ყველა ადამიანისთვის სხვადასხაა . მაგალითად შესაძლოა ავადმყოფს საპირფარეშოში გასვლა არ შეეძლოს და ამით ღირსება შეელახოს. 
საქართველოს კანონმდებლობიტ , როგორც ავღნიშნე ევთანაზია დასჯადია , რათქმაუნდა შემამსუბუქებელი გარემოებები გააჩნია თუმცა მაინც დასჯადია.
მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში პასიური ევთანაზია დასჯადი არ არის . არსებობს პასიური და აქტიური ევთანაზია . პასიოურია , როდესაც ავადმყოფს წამლებს აღარ აძლევ და ეს იწვევს მის სიკვდილს ,ხოლო აქტიურია როდესაც უფრო მეტ წამალს აძლევ ვიდრე საჭიროა და ეს იწვევს სიკვდილს.სხვა ქვეყნებში სასამართლოს მიმართვის შემთხვევაში შესაძლებელია ევთანაზიაზე თანხმობა , მაგრამ არა საქართველოში. 
ჩემი აზრით ევთანაზია ღირსეული სიკვდილის უფლებაა ,  თუმცა იმასაც ვხვდები რომ ევთანაზიით შესაძლებელია დანაშაული დაფარვა მოხდეს , ამიტომაა კანონი ამ საკითხის მიმართ ასეთი მკაცრი . შესაძლებელია გაბოროტებულ შვილს მშობლის სიკვდილი უნდოდეს ქონების ან სხვა მიზეზის გამო მას მისცეს რამე სახის წამალი და მოუსწრაფოს სიცოცხლე , გამოდის რომ განზრახ მკვლელობა დაიფარება ევთანაზიით და დამნაშავე იტყვის , რომ ეს მსხვერპლის თხოვნით მოხდა რადგან ის მოხუცი იყო თავს ვეღარ უვლიდა და ღირსება ელახებოდა. 
ძალიან კარგი მაგალითია ამ საკითხთან დაკავშირებით "ფრითი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ" საქმე "განმცხადებელი გახლავთ 43 წლის ქალბატონი. მას აქვს მამოძრავებელ ნერვთა დაავადება (MND). რომელიც იწვევს ხელების და ფეხების კუნთების, აგრეთვე, სუნთქვის მაკონტროლებელი კუნთების განლევას. სიკვდილი, ჩვეულებრივ, დგება სუნთქვის მაკონტროლებელი კუნთების დასუსტების შედეგად, რასაც თან სდევს მეტყველების და ყლაპვის მაკონტროლებელი კუნთების დასუსტება და ამით განპირობებული სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია. არანაირ მკურნალობას არ შეუძლია დაავადების პროგრესირების შეჩერება.
განმცხადებლის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. იგი კისრიდან პარალიზებულია, აქვს რთულად გასარჩევი მეტყველება და იკვებება მილის საშუალებით. მისი სიცოცხლე შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. თუმცა, დაავადებას მისი ინტელექტი და გადაწყვეტილების მიღების უნარი არ შეულახავს. მას არ სურს, განიცადოს ის ტანჯვა და დამაკნინებელი მდგომარეობა, რისი გადატანაც აუცილებლად მოუწევს, თუკი დაავადება თავის ყველა სტადიას გაივლის. ამიტომ მას სურს, თავად გადაწყვიტოს, როდის მოკვდება და აიცილოს დაავადების თანმდევი ტანჯვა და დაკნინება. მიუხედავად იმისა, რომ, ინგლისური კანონმდებლობის თანახმად, თვითმკვლელობა დანაშაული არ არის, დაიან ფრითის არ შეეძლო ამის განხორციელება სხვისი დახმარების გარეშე. დახმარების გაწევა თვითმკვლელობის ჩასადენად დანაშაულია. საჯარო ბრალდების დირექტორმა, განსაკუთრებული გარემოებების გამო, უარი თქვა, არ დაეწყო დევნა განმცხადებლის მეუღლის წინააღმდეგ, თუ ეს უკანასკნელი თავის მეუღლეს თვითმკვლელობაში დაეხმარებოდა. პირველის ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურორის გადაწყვეტილება უკანონო იყო. ლორდთა პალატამ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა" 
ამგვარად , ევთანაზიის თემა ამოუწურავია და აზრიც სხვადასხვანაირი , მე მაინც ვფიქრობ , რომ ეს არის ღირსეული სიკვდილის უფლება , სიკვდილი რომელიც გარდაუვალია , თუმცა შესაძლებელია ადამიანისთვის ტკივილის შემსუბუქება .



No comments:

Post a Comment