საოჯახო პრობლემა
ოჯახი არის
სისხლით ნათესავების ან დაქორწინებულ პირთა გაერთიანება , რომლის დროსაც ყველას თავისი მოვალეობები აკისრია
. რომის სამართალში ოჯახის უფროსის დაქვემდებარებაში
იმყოფებოდა მისი ყველა წევრი . სისიხლით ნათესავებს ისინი ყოფდნენ აგნატურ და კოგნატურ
ნათესავებს . უპირატესობა ენიჭებოდა ბიჭის
ხრიდან ნათესავებს . მაგალითად თუ ბავშვს მშობლები დაეღუპებოდა მეურვეობას მამის ხრიდან სისიხლით
ნათესავ მამაკაცს მისცემდნენ და არა ქალს . ჩემი აზრით , პრობლემა იმაში მდგომარეობდა
, რომ ქალი უუფლებო იყო , ის იჩაგრებოდა .
ცხადია
, რომაულ ოჯახში მამის ხელისუფლება შეუზღუდავი იყო , ის მკაცრად პატრიარქალური ხასიათის იყო და სახლის
უფროსის აბსოლიტურ ხელისუფლებას ეფუძვნებოდა , იურიდიულად ოჯახის უფროსისი ხელისუფლება განსხვავებული იყო ცოლზე ხელისუგლებაზე და შვილზე
ხელისუფლებაზე .
შვილი მამის ხელისუფლების ქვეშ იმყოფებოდა და მამას
მასზე შეუზღუდავი ძალა გააჩენდა , შეეძლო შვილი გაეყიდა მონად ან მოეკლა მას ამის კანონიერი
ძალა ჰქონდა . შვილი მამას თავს ემანსიფაციით თუ დააღწევდა და მისი ხელისუფლებიდან
გამოვიდოდა ეგეც გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ .
მამის
ხელისუფლების წარმოშობის საფუძველი იყო რომაული ქორწინების შედეგად დაბადებუ ბავშვები
, უკანონო ქორწინებიდან დაბადებული ბავშვები . ლეგიტიმაცია ეწოდებოდა უკანონო ქორწინებიდან დაბადებული ბავშვების კანონიერ
შვილებად აღიერებას . ადოპცია იყო სხვისი შვილის შვილად აყვანის ფორმა , თავდაპირველად
სრულდებოდა მისი ნამდვილი მამის მიერ შვილის გაყიდვის სახით შვილად აყვანა .
ჩემი
აზრით , ამ დროს წარმოიშობოდა კანონიერი ქორწინებით
დაბადებულ შვილებსა და უკანონო ქორწინებაში დაბადებულ შვილებს შორის დაპირისპირება და პრობლემები , რადგან მამა უკანონო
შვილებს კანონიერად აღიარებდა ამით მისი სიკვდილის შემთხვევაში ქონების ნაწილი მათაც
ეკუთვნობა , რაც კანონიერ ქორწინებაში დაბადებული შვილებისთვის არასახარბიელო იყო
.
მიმაჩნია
, რომ მამის შეუზღუდავ უფლებებს შესაძლოა პრობლემები გამოეწვია , მის დაქვემდებარებაში
მყოფი ადამიანები მისი მორჩილნი უნდა ყოფილიყვნენ , ყველაფერს , რასაც შვილები იძენდნენ
, მამას ეკუთვნოდა ჰ.დერნბურგის თანახმად , ოჯახის მამა ერთადერთი და შეუძღუდავი მესაკუთრე
იყო იმ ქონებისა , რომელსაც ის და მისი ხელქვეითნი შრომით ან მემკვიდრეობით იძენდნენ.
ჩემი აზრით , პრობლემა ის იყო რომ ამ დროს შვილისთვის შესალებელი იყო ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა , როგორ აანაზღაურებდა ზიანს როცა უუფლებო იყო და არანაირი ქონება არ გააჩნდა
.
ქორწინებას რომში დიდ ყურადღებას აქცევდნენ , იცავდნენ
ტრადიციებს და წესებს . ქორწინებისთვის აუცილებელი იყო ქორწინების უფლება , ნათესაური
კავშირის არქონა და დასაქორწინებელთა ასაკი , რომელიც განსაზღვრული იყო. მნიშვნელოვანი
იყო ნიშნობაც თავდაპირველად ნიშნობა თითოეული დასაქორწინებელი პირის ოჯახის უფროსების
შეთანხმებით ხდებოდა , მოგვიანებით კი თავად მექორწინეთა თანხმობით .
ჩემი
აზრით , ის რომ ქორწინების უფლების ქონა მხოლოდ რომაელემს ჰქონდათ შესაძლოა პრობლემები
შეექმნა , რადგან რომში ასევე ცხოვრობდნენ ადამიანები რომლებიც რომაელები არ იყვნენ , იმ შემთხვევაში როდესახ რომაელს
და არარომელს დაქორწინება მოუნდებოდათ ამას ვერ შეძლებდნენ რადგან ქორწინების უფლება
არ ექნებოდათ.
პრობლემა წარმოიშობოდა იმ შემთხვევაშიც , როდესაც ოჯახის
უფროსი თანხმობას განაცხადებდა ქოორწინებაზე
, ხოლო დასაქორწინებელ გოგონას არ სურდა იმ პირზე გათხოვება , რომელიც მამამ
შეურჩია ,მას მამის შეწინააღმდეგების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა თუ მამა
მას უღირსი ზნის პირზე ათხოვებდა , სხვა შემთხვევაში იძულბული იყო მამს დამორჩილებოდა
. ვფიქრობ , ეს დიდი პრობლემა იყო რადგან შესაძლოა გოგონასთვის დამღუპველი ყოფილიყო .
რომში ქორწინების ორი სახე იყო კანონიერი ქორწინება და არაკანონიერი ქორწინება, ასევე იყო კოკუბინეკი . კანონიერი ქორწინება
რომის მოქალაქეებს შორის იყო ნებადართული ხოლო არაკანონიერ ქორწინება იყო რომის მოქალაქესა
და არამოქალაქეს შორის ქორწინება.
რომის
სამართლის თანახმად ,კანონიერი ქორწინების
ორი ტიპი არსებობდა : ქმრის ხელით და ქმრის ხელის გარეშე. ქორწინება ქმრის ხელით ნიშნავდა
ქმრის ხელისუფლებაში შესვლას , ამ დროს ცოლი
სრულიად უუფლებო იყო , კარგადვდა უფლებაუნარიანობას ჩემი აზრით , ეს არის ქალის დისკრიმინაციის თვალსაჩინო
მაგალითი , რადგან ქმარს შეეძლო ცოლის მონად გაყიდვა და მოკვლა. ვფიქრობ , ეს არის
ერთი დიდი პრობლემა რადგან ამ სახის ქორწინების დროს ქმრის ხელისუფლება ცოლზე განუსაზღვრელი
იყო , ცოლი არიყო პიროვნება ის ქცეული იყო უბრალოდ ნივთად .
ცხადია
, ქმრის ხელის გარეშე ქორწინების დროსაც წარმოიშობოდა პრობლემები , რადგან ამ დროს
ქმრის უფლებები იზღუდებოდა , ცოლს ეკუთვნოდა
ის ქონება რაც მზითვში მისცეს ან რაც ქორწინებამდე გააჩნდა , თუ ქმარი მოისურვებდა
ცოლის ქონების განკარგვას და ცოლი ამის უფლებას არ მისცემდა შესაძლოა ამას გამოეწვია
მეუღლეებს შორის დაპირისპირება და შუღლი .
რაც შეეხება კონკუბინაკს ეს იყო არაიურიდიული ქორწინება
, რომლის დროსაც ორივე პირის თანხმობით კანონიერი ქორწინების გარეშე ცხოვრობნენ ერთად
. ეს განპირობებული იყო იმით რომ მათ არ ჰქონდათ ქორწინების უფლება თუნდაც სოციალური
მდგომარეობის გამო . ჩემი აზრით , კონკუბინეკით ქორწინების დროს შესაძლოა წარმოშბილიყო პრობლემა რომელსაც ორცოლიანობა
ჰქვია , რადგან მამაკაცს შეეძლო ჰყოლოდა კანონიერი ცოლიც და კონკუბინაკით ცოლიც
, ხოლო კაცის გარდაცველების შემთხვევაში მთელი მისი ქონება კანონიერ ცოლს და შვილებს
გადაეცემოდათ , მეორე ოჯახი კი სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი რჩენოდა რადგან
ისინი არაკანონიერ ცოლი და შვილები იყვენენ .
რასაკვირველია , სხვა პრობლემებთან ერთად აღსანიშნავი იყო მზითვის
საკითხთან წარმოშობილი სხვადასხვა პრობლემები. თავდაპირველად ცოლი იურიდიულად დაქვემდებარებული
პირი იყო და მას ქონების განკარგვის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ცოლი მზითევი ქმრის საკუთრებაში
გადადიოდა და მის ქონებას ერწყმოდა. ამ დროს ქმრის უფლება მზითევზე იმდენად დიდი იყო
, რომ მზითევის დაბრუნება ქმარს, თუნდაც განქორწინების შემთხვევაში არ ევალებოდა. რომში
სამზითვო საგანი ნებისმიერი რამ შეიძლება ყოფილიყო, რასაც ქონებრივი ღირებულება გააჩნდა,
როგორც მატერიალური ისე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე-მიწა, ფული, პირუტყვი, მონა,
საკუთრების უფლების დადგენა და სხვა.
ჩემი
აზრით , ქორწინების მზითით განსაზღვრა არასწორი
იყო და უამრავ პრობლემას ქმნიდა იმ ოჯახისთვის რომელსაც მზითვი უნდა გაეცა , იმ შემთხვევაში
თუ შესაბამისი ქონება არ ჰქონდათ გოგონა გაუთხოვარი დარჩებოდა ეს კი მნიშვნელოვანი
პრობლემა იყო.
ქორწინების შეწყვეტა შესაძლებელი იყო გარდაცვალებით
ან განქორწინებით , ნათლად დავინახეთ რომ ამ პერიოდში ქალი უუფლებო იყო , მას მკაცრად
მოეთხოვებოდა ერთგულების დაცვა წინააღმდეგ შემთხვევაში ქმარი მას გაეყრებოდა და მზითვსაც არ დაუბრუნებდა , აღსანიშნავია ისიც რომ
ამ პერიოდში ქმარ შეეძლო კანონიერი ცოლიც ჰყოლოდა და უკანონოც .
ცხადია
, მეურვეობისა და მზრუნველობის დრსაც წარმოიშობოდა
პრობლემები . თავიდან განვმარტავ თითოეულ მათგანს, მეურვეობა ეს იყო სულით ავადმყოფებზე,
მფლანგველებზე, მცირე წლოვნებზე ავადმყოებზე და ზოგჯერ არასრულწლოვნებზე 25 წლამდე,
ხოლო მზრუნველობა არასრულწლოვანებსა და განქორწინებულ ქალებზე წესდებოდა. თავდაპირველად
მზრუნველის დანიშვნა არასრუწლოვანებს ქონების გასხვისებასა და ხელშეკრულებების მიღების
შესაძლებლობას არ ართმევდა, მაგრამ თუ ისინი ამით დაზარალდებოდნენ, მაშინ რესტიტუციის
(თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას) მიიღებდნენ. თავდაპირველად ეს ორი ინსტიტუტი
მეურვეობა და მზრუნველობა დაყოფილი იყო, რომლებსაც განსხვავებული პრობლემები გააჩნდათ
თავიანთ საკითხებში.
ამგვარად
, საოჯახო სამართლის განხილვისას დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე უამრავ პრობლემას
დაინახავ და სხვადასხვა რამეს პრობლემად ჩათვლი ,
ოჯახის უფროს ჰეგემონად და ტირანად ჩათვლი , რომელიც ადამიანებს ნივთებივით
იყენებს და თავის ოჯახის წევრებს უწოდენბს .
პრობლემას დაინახავ იმაშიც , რომ ხდება ადამიანების დისკრიმინაცია , ჩაგვრა
და უუფლებობა , მათ უფლებაუნარიანობაც არ ჰქონდათ , დღევანდელი სსკ ით უფლებაუნარიანობის
ჩამორთმევა აკრძალულია რადგან ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება , მაშინ კი სიცოცხლის
უფლება ოჯახის უფროსზე იყო დამოკიდებული.
No comments:
Post a Comment