ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი
ყოველდღიურ
ცხოვრებაში ადამიანები ერთმანეთთან უამრავ ურთიერთობას ამყარებენ ისე რომ არც კი აცნობიერებენ
ამ ურთიერთობის სამართლებრივ ხასიათსა და ბუნებას . არც იმ მოსალოდნე სამართლებრივ
შედეგებზე ფიქრობენ , რომლებიც შეიძლება წარმოიშვას
ამა თუ იმ ვალდებულების დარღვევით. ეს ბუნებრივია , რადგან ადამენები ერთმანეთთან ურთიერთობენ
არა სამართლებრივი ნორმების , კანონების შიშით , არამედ იმის გამო რომ ეს მათი ბუნებრივი
მოთხოვნილებაა , საციცოცხლოდ აუცილებელია.
ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ
ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს , რომელთა დარღვევისთვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეიბით შეიძლება დაეკისროს
შესრულება ან ზიანის ანაძთაურება.
ცხადია ზემოთ აღნიშნული არ უნდა მივიჩნიოთ
აბსოლიტურ აზრად , ეადგან ვალდებულების შესრულების პროცესში მხარეები შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთ გარემოებათა
წინაშე , რომელთაც არ შეიძლება გავლენა არ მოახდინონ ვალდებულების სავალდებულო ხასიათზე
, შესაძლებელია მხარეთა შოორის წინასწარ განსაზღვრული გარემოებანი ცვალებადი აღმოჩნდეს
.
სამოქალაქო
კოდექსის
398-ე მუხლის გამოყენება დასაშვებია ამავე მუხლით გათვალისწინებული შემდე-გი აუცილებელი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში: 1.შეცვლილმა გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს ვალდებულების შესრულების უკიდურესი დამძიმება; 2. გარემოება აშკარად უნდა შეიცვალოს ხელშეკრუ-ლების დადების შემდეგ; 3. გარემოებების შეცვლის გონივრულად გათვალისწინება ხელშეკრულების დადების დროს შესაძლებელი არ უნდა იყოს, ანუ შეცვლილი გარემოებები არ უნდა შედიოდეს დაზარალებული მხარის კონტროლის სფეროში; 4. ხელშეკრულებით არ უნდა იყოს გათვალისწინებული გარემოებების შეცვლის რისკის დაზარალებული მხარისათვის დაკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობა მოქმედებს და 398-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია; 5. ხელშეკრულების
შესრულების
გართულება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ აშკარად შეცვლილ გარემოებათა გამო, ანუ არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
შეცვლილი გარემოებების დროს შესაძლებებლია
შესრულების ღირებულების გაზრდა , რაც შესაზლებელია
გამოწვეული იყოს ვალდებულების ერთ-ერთი მხარისთვის შესრულების ხარჯების არსებითი გაზრდით.
აღსანიშნავია ისიც , რომ ხელშეკრულების
გარემოებების შეცვლას ადგილი აქვს ხელშეკრულების
დადების შემდეგ . სხვანაირად რომ ვთქვათ ის გარემოებანი რომლებიც ხელშკრულების
დადების საფუძველი გახდა მისი დადების შემდეგ აშკარად იცვლებიან. გარემოებების შეცვლა წინასწარ უცნობია და მხარეებს
არც შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ , თორემ ისინი არ დადებდნენ ხელშეკრულებას , ან დადებდნენ
სხვა შინაარსით. თუ მხარისტვის მოსალოდნელი
იყო ცვლილება , ან და შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა
მაშინ , ის შეუძლებელია ჩაითვალოს შეცვლილ გარემოებად რომელიც უფლებას მიცემდა მას უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე.
ცხადია , ამ საკითხზე საუბრისას შეუძლებელია მაგალითის
სახით არ მოვიყვანოთ უზენაესი სასამართლოს
ერთ- ერთი გადაწყვეტილება. 2008 წლის 25 ნოემბერს თბილილის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა
გადაწყვეტილება საქმეზე № ას-466-707-08
2003 წლის 18 ნოემბერს ნ. ჯანიაშვილმა
მოპასუხე გ. ჯანდიერთან დადო ბინის განვადებით ნასყიდობი ხელშეკრულება, რომლის თანახმად,
გ. ჯ-ს ნ. ჯ-შვილისათვის ნასყიდობის ფასი — 9150 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 18 თვის
განმავლობაში ანუ 2005 წლის 18 მაისამდე; 2005 წლის 13 მაისს მოსარჩელემ წერილობით
მიმართა გ. ჯ-ს და მოითხოვა ბინის გაზრდილი საფასუ-რის გადახდა იმის გათვალისწინებით,
რაც ბინის ღირებულებამ განიცადა ხელშეკრულების დადების შემ- დეგ, რაზედაც მან უარი მიიღო; წელიწადნახევრის
განმავლობაში ბინის საბაზრო ღირებულება დაახლო-
ებით
4-ჯერ გაიზარდა. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ზემოაღნიშნული ფაქტობრივი
გარემოებები. სადავოა, რამდენად არსებობს მოცემულ შემთხვევაში შეცვლილი გარემოებებისადმი
ხელშეკრულების მი-სადაგების საფუძველი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს
მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვე-ვაში ბინებზე ფასების ზრდა არ წარმოადგენს იმ შეცვლილ
გარემოებას, რაც სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად მხარეს უფლებას აძლევს,
მოითხოვოს შეცვლილ გარემოებისადმი ხელშეკრულების მისადაგება. საკასაციო სასამართლო
განმარტავს, რომ ასეთ გარემოებათა შეცვლას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სრულიად გამონაკლის
შემთხვევებში, რისი გონივრული გათვალისწინებაც მხარეთა მიერ სრუ-ლიად შეუძლებელია,
რაც ისეთი მოულოდნელი და განსაკუთრებულია, რომ მისი მხედველობაში მიუღებ ლობა წინააღმდეგობაში
მოვიდოდა კეთილსინდისიერების პრინციპთან. საქართველოში ბინების ფასების
ზრდის ტენდენციის
პირობებში კასატორს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ევარაუდა მომავალი წელიწად-ნახევრის
მანძილზე ბინის ფასის კვლავ ზრდის მოსალოდნელობის შესახებ და ამის გათვალისწინებით
განესაზღვრა ბინის საფასურის გადახდის გრაფიკი.
შეცვლილი გარემოებების დროს მხარეები ვალდებულნი
არიან ეცადნონ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს დაზარალებული მხარე მიმართაავს
მეორე მხარეს თავდაპირველი იმ მიზნით , რომ
გადაისინჯოს ხელშეკრულების თავდაპირველი პირობები და მისი შეგუება მოხდეს შეცვლილ გარემოებებთან
.
ინდივიდუალურმა მეწარმე ა.
ხ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ტ-ის» ფოთის ფილიალის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს _ 2097,23 აშშ დოლარის გადახდისაგან გათავისუფლების, გენერალური საკრედიტო ხელშეკრუ-ლების მოქმედების ვადაში დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციისა და გათვა-ლისწინებული აუთვისებელი კრედიტის თანხით სამეწარმეო საქმიანობის რეფინანსირების შესახებ შემდე-გი საფუძვლებით: 2008 წლის 14 მარტს ა.ხ-იასა და სს „ტ-ს» შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 10 წლის ვადით, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა
130000
აშშ დოლარით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა 2008 წლის 19 მარტის დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს 3 წლის ვადით გადაეცა 80000 აშშ დოლარი შერეული მიზნებისათვის, ასევე 2008 წლის 29 მაისის დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 3 წლის ვადით გადაეცა 20000 აშშ დოლარი. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა შეცვალა მანამდე არსებული საბაზრო პირობები და მკვეთრად შეამცი-რა მოსარჩელის შემოსავალი, რაც ფორსმაჟორულ გარემოებას წარმოადგენს. მოპასუხემ
სარჩელი
არ ცნო შემდეგი მოტივებით: ინდივიდუალურმა მეწარმე ა.ხ-იამ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გარიგებით გათვალისწინებულ ვადებში სესხი არ დაფარა. დავალიანების პატიებავ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის და არც ფორსმაჟორული მდგომარეობა სახელმწიფოს არ გამოუცხადებია.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ხ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ა.
ხ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ეს გადაწყვეტილება ა.ხ
-მ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში . ქუთაისის
სააპელაციო
სასამართლოს
სამოქალაქო
საქმეთა
პალატის
2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ხ-იამ
გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება.
საკასაციო
სასამართლო
საკასაციო
საჩივრის
საფუძვლების
შესწავლისა
და გასაჩივრებული განჩინების
იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მეწარმე ა.
ხ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ
მოსარჩელის მიერ დაუძლეველ
ძალად
მიჩნეული 2008 წლის
აგვისტოს საომარი მოქმედებები არ
შეიძლება ჩაითვალოს 2009 წლის
თებერ-ვალში ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო
მიზეზად, ვინაიდან ამ
დრომდე იგი ვალდებულების შესრულებას კვლავ აგრძელებდა, ხოლო საქმის
მასალებით არ დასტურდება 2009 წლის
თებერვლისათვის
სხვა ისეთი
ახალი გარემოება, რაც
მოვალისაგან
დამოუკიდებელი მიზეზების
გამო, პირდაპირ იქნებოდა დაკავშირებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობასთან. ამასთან,
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე სახელმწიფოს რაიმე დოკუმენტი
არ მიუღია.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო
სასამართლოს ეს დასაბუთება და განმარტა რომ „ომის
უარყოფითი
ეკონომიკური შედეგები,
როგორც წესი, არ
სრულდება საომარი მოქმედებების დასრულებასთან ერთად
და მას ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი განვითარება აქვს.
ამდენად, საფუძველს მოკლებულია გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული დასკვნა,
რომ 2008 წლის
აგვისტოს ომი არ
შეიძლება იყოს საფუძველი
6 თვის შემდეგ ვალდებულების შესრულების გაგრძელების შეუძლებლობისა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებას საჭიროებს
ა.ხ-იას
მიერ ვალდებულების დარღვევამდე _2009 წლის
თებერვლამდე ბანკის მიმართ განხორციელებული შეტყობინებები მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით, ასევე,
მოსარჩელე
მხარის _ ა.ხ-იას
განმარტება ბანკის წინაშე
განხორციელებული
ზეპირი შეტყობინებების შესახებ, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ
არ გაუხდია.
No comments:
Post a Comment