სამართლის
შეფარდება
სამართლის შეფარდების საკითხს დიდი პრაქტიკული
გამოყენება აქვს , რადგან ის აწესრიგებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებს და სახელმწიფო
ორგანოს საშუალებას აძლევს კანონის ფარგლებში მოაგვაროს ეს ურთიერთობა.
სამართალ შემფარდებელი სამართლის შეფარდებისას იღებს ინდივიდუალურ სამართლებრივ
აქტს რათა მოაგვაროს სამართლებრივი ურთიერთობა
და განსაზღვროს კონკრეტული პიროვნების უფლება- მოვალეობები. ამ საკითხებთან დაკავშირებით
საინტერესო აზრი აქვს გივი ინწკირველს , რომელი ამბობს : „სამართლის შეფარდება გულისხმობს
ამა თუ იმ ორგანოს ან პირის სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას მოქმედი ნორმის საფუძველზე გადაჭრას კონკრეტული
საზოგადოებრივი ურთიერთობის რეგულირების საკითხი და ნორმისავე შესაბამისად გადაწყვიტოს
ამ ურთიერთობის მონაწილეთა უფლება- მოვალეობების მოცულობა შესაბამისი ინდივიდულური
აქტის გამოყენებით
ჩემი აზრით , სამართლის შეფარდება სახელმწიფო ორგანოებისთვის არის საშუალება მოწესრიგებულად
მართონ ქვეყანა , ეს არის საშუალება საზოგადოებამ დაიცვას კანონი წინააღმდეგ შემთხვევაში
სამართლის შეფარდებით მოგვარდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ცხადია, რომ არ არსებობდეს სამართლის შეფარდება ქვეყანაში
უკანონობა იმეფებდა.
ცხადია , სამართლის შეფარდებას განხორციელებაც
ესაჭიროება , ამიტომ არსებობს სილოგიზმის პრინციპი , რომელსაც აქტიურად იყენებენ სამართლის
შეფარდების პროცესში. განასხვავებენ ზოგად
და იურიდიულ სილოგიზმს .
ზოგადი სილოგიზმი გულისხმობს რომ დასკვნა ეფუძვნება ორ წინამძღვარს , რომებშიც დაცული უნდა იყოს სამი ძირითადი ელემენტი
1) პირველი წინამძღვარი „ თუ ..... მაშინ“
2) მეორე წინამძღვარი „ეს არის“ 3)
დასკვნა „ მაშინ ... არის“ . ვფიქრობ , ზოგადი
სილოიზმის საინტერესო მაგალითს გვთავაზობს გიორგი ხუბუა : „ პირველი წინამძღვარი ამ
შემთხვევაში არის ნორმა , ნორმით დადგენილია , რომ ვინც იქურდებს , ის დაისჯება . მეორე
წინამძღვარია ფაქტობრივი შემადგენლობა : X - მა ქურდობა ჩაიდინა . ზემოაღნიშნული ორი წინამძღვრიდან
გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა , რომ უნდა დადგეს იურიდიული შედეგი - X დაისჯება.
ზოგადად
, ზოგადი სილოგიზმის თვალსაჩინო მაგალითია სასამართლო პროცესი , რომლის დროსაც მოსამართლეს
ორი წინამძღვრიდან გამოაქვს დასკვნა , რომლის
საფუძველზე დგება იურიდიული შედეგი .
იურიდიული სილოგიზმის თანახმად სამართლის
შეფარდება მოიცავს რამოდენიმე მნიშვნელოვან სტადიას , ეს სტადიებია : ფაქტის დადგენა
, სამართლის ნორმის შერჩევა , იმის დადგენა
თუ რამდენად შეესაბამება ფაქტი ნორმაში მოცემულ წესს და იურიდიული შედეგის დადგომა.
სამართლი შეფარდებისას აუცილებელია მისი სტადიები , ცხადია ეს სტადიები უნდა განვიხილოთ ცალცალკე
, პირველი სტადიაა ფაქტის დადგენა , ფაქტი არის ის გარემოება , რომლის არსებობასთან
დაკავშირებულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა , შეცვლა ან შეწყვეტა . სამართალშემფარდებელმა
უნდა გამოიკვლიოს ის გარემოებები რომელშიც კონკრეტული სმართლებრივი ურთიერთობა დაიწყო
, განვითარდა და დასრულდა. მეორე სტადია არანაკლებ
მნიშვნელოვანია , სამართლის ნორმის შერჩევა აზრობრივი პროცესია , რომლის დროს სამართალ
შემფარდებელმა სხვადასხვა ნორმებიდან უნდა შეარჩიოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის
მარეგულირებელი ნორმა . აღსანიშნავია ისიც
რომ ნორმის შერჩევის დროს სამართალშემფარდებელი შესაძლოა წააწყდეს პრობლემებს ესენია
: სამართლის ნორმის კოლიზია და ხარვეზი კანონმდებლობაში.
სამართლის
ნორმის კოლიზიის დროს ერთი და იგივე შემთხვევას,
ერთი და იგივე ურთიერთობას აწესრიგებს ორი ან რამოდენიმე ნორმა, რომლებიც თავისი შინაარსით
არ შეესაბამებიან ერთმანეთს და სხვადასხვაგვარად წყვეტენ ერთი და იგივე საკითხს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამართალ შემფარდებელმა უნდა განსაზღვროს ამ ორი ნორმიდან რომელია ზემდგომი
სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებული და გამოიყენოს ეს ნორმა , თუ ორივე ნორმა ერთი და
იგივე ორგანოს მიერ არის მიღებული მაშინ უნდა
გამოიყენოს ის ნორმა რომელიც ამ ორი ნორმიდან ახალია , ესეგი ყურადღებას აქცევს ნორმის მიღების
თარიღს.
„ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის
შევსების წესი განსხვავებულია სხვადასხვა ნაციონალურ სამართლებრივ სისტემაში . საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის მე- 4 მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს არ აქვს უფლება უარი
თქვას სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც , თუ სამართლის ნორმა არ არსებობს
, ან იგი ბუნდოვანია“[3]
რასაკვირველია , სამართალ შემფარდებელი დგება პრობლემის
წინაშე როდესაც ადგილი აქვს ხარვეზს კანონმდებლობაში
, ეს იმას ნიშნავს რომ არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაგვარებელი
ნორმა . ამ დროს სამართალ შემფარდებელი იყენებს ანალოგიის პრონციპს, რომელიც თავის
მხრივ ორი სახისაა : კანონის ანალოგია და სამართლის ანალოგია . კანონის ანალოგიის დროს
სამართალ შემფარდებელი ეძებს და იყენებს იმ
ნორმას რომელიც ყველაზე მიახლოებულია კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან. სამართლის
ანალოგიის დროს კი გამოიყენება მთელი სამართლის სისიტემაში მოცემული რესურსის მთავარი
პრინციპები.
ცხადია
, სამართალ შემფარდებელს ნორმის შერჩევაში
და იმის დადგენაში რამდენად შეესაბამება მოცემული ფაქტი ნორმას ეხმარება
ნორმის განმარტება , რომელიც მას საშუალებას აძლევს უკეთ ჩასწვდეს ნორმის შინაარსს
. ნორმის განმართება ორი სახისაა: ოფიციალური და არაოფიციალური. ოფიციალურ განმარტებას
იღებენ სახელმწიფო ორგანოები და მას გარკვეული სავალდებულო ძალა აქვს . ჩემი აზრით
, რას ნიშნავს სავალდებულო ძალა საინტერესოდ გადმოგვცემს გივი ინწკირველი „ ხაზი უნდა
გავუსვათ იმ გარემოებას, რომ თანამდებობის პირის ( ამ შემთხვევაში მოსამართლის ჩათვლით
) განმარტებას სავალდებულო ძალა აქვს მხოლოდ მაშინ , როდესაც იგი მოქმედებს თავისი
უფლებამოსილების ფარგლებში სამასახურებლივი მოვალეობების შესასრულებლად და არა ნორმის
შესახებ კერძო საუბრებში „ ხოლო არაოფიციალურ განმარტებას იძლევიან კერძო პირები და მას
არ აქვს რამე სავალდებული ძალა .
რასაკვირველია
, აღსანიშნავია პრეზუმციისა და ფიქციის როლი სამართალ შეფარდების დროს „პრეზუმცია მიზნად ისახავს მტკიცების გაიოლებას , როდესაც კანონი სამართლებრივ ურთიერთობას ან
„ სუსტი“ მხრის ინტერესების დაცვის მიზნით
დადასტუებულად მიიჩნებს ამა თუ იმ გარემოებას“ ხოლო „ფიქცია
ემსახურება სამართლებრივ უსაფრთხიბას. ფიქციისას იურიდიული შედეგები დაკავშირებულია
ფაქტთან
სამართალ
შეფარდების ბოლო სტადია არის ინდივიდუალუ სამართლებრივი აქტის გამოცემა ( მოსამართლის გადაწყვეტილებანი : განაჩენი ან განჩინება
) , რომილს მეშვეობითაც სამართალშემფარდებელი
განსაზღვრავს სამართლებრივ ურთიერთობაში
მონაწილე პირების უფლება- მოვალეობებს .
ამგვარად , სამრლის შეფარდება არის უმნიშვნელოვანესი
პროცესი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის , რადგან ის აწესრიგებს კონკრერტულ სამართლებრივ
ურთიერთობებს კანონის ფარგლებში.
No comments:
Post a Comment