Friday, July 6, 2018

შატო მუხრანი

 1873 წელს ივანე მუხრანბატონმა უნიკალური სასახლის მშენებლობა დაიწყო. ფრანგი არქიტექტორები 12 წლის მანძილზე აგებდნენ პირველ ქართულ შატოს.. 1885 წელს მუხრანბატონის სასახლე მთელი თავისი გრანდიოზულობით წარუდგა მნახველებს. სასახლე განთქმული იყო როკოკოს სტილის მოოქროვილი იტალიური ავეჯით, პირველი ევროპული პარკეტით, ევროპელი მხატვრების მიერ მოხატული ჭერით, გრანდიოზული ბროლის ჭაღებით, მოოქროვილი იტალიური როიალით და ა.შ. სასახლის შიგნით განთავსებული იყო თეატრი 150 კაცზე. სასახლის წინ, 5 ჰექტარ ფართობზე, უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, ივანე მუხრანბატონმა საუცხოო ბაღი გააშენა. ბაღის შუაგულში ააშენა ულამაზესი შადრევანი, საიდაც წყლის ნაცვლად მუხრანული ცქრიალა ღვინო გადმოიფრქვეოდა

XX საუკუნის 20-იან წლებში ივანე მუხრანბატონის მამული ბოლშევიკებმა დაიკავეს, გაზიდეს და გაანიავეს მუხრანბატონთა ქონება, უნიკალური მარნები და სარდაფები მიწით ამოავსეს და ზედ უსახური ქარხანა დააშენეს.
 2002 წლიდან დაიწყო სასახლის  არდგენა , დღეს დღეობით შატოში იმართება ქორწილები , ქარხანაში კი შესანიშნავ ღვინოს ამზადებენ. ასევე სასახლეში გახსნილია რესტორანი რომელშიც უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ . 
შატოს წინ არსებული პარკით კი ნამდვილად მონუსხული დარჩები , შადრევანი ბუნება და სიმშვიდე . მუხრანიდან საუკეთესო მოგონებებით დაბრუნდება ადამიანი.

ქორწილი შატო მუხრანში


რესტორანი შატო მუხრანში

 

No comments:

Post a Comment